წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) არჩევნები 2020

წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) არჩევნები 2020

 

2020 წლის 22 იანვარს დასრულდა სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) კანდიდატობის მსურველთა რეგისტრაცია, რომელიც მხოლოდ სტუდენტის ცნობისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე განხორციელდა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში.

 

29 იანვარს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) არჩევნები, სადაც დარეგისტრირდა 37 კანდიდატი, აქედან კი სენატორი გახდება 29 მათგანი, რომელთაც ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ექნება სტუდენტთა მხრიდან.

 

წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) არჩევნები ტარდება სტუ-ს თორმეტივე ფაკულტეტზე. არჩევნების ჩატარებისათვის საჭიროა ფაკულტეტზე მოქმედი სტუდენტების სიით შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა დააფიქსიროს არჩევანი.

 

თორმეტივე ფაკულტეტზე ამომრჩევლები ხმის მიცემას შეძლებენ  29 იანვარს, 09:00 – საათიდან 17:00 – საათამდე. არჩევნებში მონაწილეობისათვის გთხოვთ თან იქონიოთ პირადობა ან პირადობის დამადასტურებელი სხვა რაიმე საბუთი.

 

 

მადლობას ვუხდით კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობისათვის და ვუსურვებთ მათ წარმატებებს!

 

იხილეთ კანდიდატები საამომრჩევლო ნომრებისა და ფაკულტეტების მიხედვით:

 

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი:

1. ბეგი ბაშელეიშვილი;

2. ლევან კალანდია;

3. ლუკა დადიანიძე;

4. გიორგი ქურციკიძე;

5. ემზარ ჩილინდრიშვილი;

6. ბექა ოიკაშვილი

 

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი:

1. თომა ხაბეიშვილი;

2. სესილი თოდუა;

3. თორნიკე გასიტაშვილი;

4. სალომე შანყულაშვილი;

5. სპარტაკ სოხაშვილი;

 

  • სამშენებლო ფაკულტეტი:

1. ალექსანდრე ბაბუნაშვილი;

2. გიორგი ნანიტაშვილი;

3. თორნიკე კელაპტრიშვილი;

4. გიორგი ჩირგაძე;

5. საბა ფაშტიანი;

 

  • ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი:

1. რატი გურგენიძე;

2. სალომე ნეფარიძე;

3. აკაკი ყიფშიძე;

4. მარიამ კალანდაძე;

 

  • აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი:

1. ანა ძამაშვილი;

2. ანი ჭანუყვაძე;

3. რატი ტყემალაძე;

4. ოთარ წოწონავა;

 

  • ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი:

1. ლია ზღუდაძე;

2. ირაკლი გუგუშვილი;

3. მეგი გოგოლაძე;

 

  • საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

1. როსტომ ლაბაძე;

2. ანასტასია ჭანტურია;

3. დავით დოლიკაშვილი;

 

  • ქიმიური ტექნოლოქნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი:

1. ლევან ბლიაძე;

2. ემა შელია:

 

  • სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი:

1. ლანა ბოხუა;

2. თორნიკე ჭაღალიძე;

 

  • დიზაინის საერთაშორისო სკოლა:

1. მადინა გასანოვა;

 

  • სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი:

1. მამუკა ჯმუხაძე

 

  • არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი:

1. აკაკი ღვინჯილია

გაუზიარე სიახლე საზოგადოებას:

Share on facebook
Share on twitter
Share on whatsapp
Share on skype
Share on email

შემოგვიერთდი სტაფში

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ის ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების მითითებით;

ე) სტუ-ის შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით ან/და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) დასაქმებული (გარდა სწავლების პირველი წლის სტუდენტისა), სტუ-ის რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

თ) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.