ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები 2019-ის სასპორტო ღონისძიებები მიმდინარეობს

ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები 2019-ის სასპორტო ღონისძიებები მიმდინარეობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, “სტუდენტური დღეები 2019 – ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის” ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტის 12 ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით დღეს დილიდან სასპორტო ღონისძიებები მიმდინარეობს.

სტუ-ს ცნობით, დღის განმავლობაში შეჯიბრი სპორტის შემდეგ სახეობებში ჩატარდება: ქუჩის კალათბურთი (streetball), ქუჩის ფეხბურთი (street soccer), ფრენბურთი, მჯდომარე ფრენბურთი (შშმ პირების მონაწილეობით), გრეხეთბოლი, მეკლდეურობა, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, მკლავჭიდი, ნარდი, დარტსი, ბადმინტონი, მხიარული სტარტები და ე.წ ბუშტების ფეხბურთი.

სასპორტო ღონისძიებები დინამიური მუსიკის თანხლებით მიმდინარეობს. ღონისძიების დასასრულ, გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება საზეიმო ვითარებაში მოხდება. ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში გადაიცემა სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდიდან.

„სტუ-ის სტუდენტური დღეები 2019 – ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის“, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით და თბილისის მერიის მხარდაჭერით 2019 წლის 26 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით ხორციელდება, სტუ-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროექტია. მისი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გარემოზე ზრუნვა. პროექტის ფარგლებში, 3 თვის განმავლობაში 100-ზე მეტი ღონისძიება ტარდება სპორტული, კულტურული, ინტელექტუალური და საგანმანათლებლო მიმართულებით. 2017 და 2018 წლებში პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც სტუდენტებში, ასევე საზოგადოების სხვადასხვა წრეში.

პროექტს „სტუ-ის სტუდენტური დღეები 2019 – ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის“ მხარს უჭერს და ნაწილობრივ აფინანსებს ქ. თბილისის მერია, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებულთათვის პრიზები აქვთ დაწესებული.

გაუზიარე სიახლე საზოგადოებას:

Share on facebook
Share on twitter
Share on whatsapp
Share on skype
Share on email

შემოგვიერთდი სტაფში

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ის ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების მითითებით;

ე) სტუ-ის შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით ან/და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) დასაქმებული (გარდა სწავლების პირველი წლის სტუდენტისა), სტუ-ის რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

თ) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.