„სტუდენტური ფესტივალი 2019“ საზეიმო ვითარებაში დაიხურა

„სტუდენტური ფესტივალი 2019“ საზეიმო ვითარებაში დაიხურა

„სტუდენტური ფესტივალი 2019“ საზეიმო ვითარებაში დაიხურა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო და გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლები დააჯილდოვა.

დედაქალაქის მერმა „სტუდენტური ფესტივალი 2019-ის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. გამარჯვებულის, გრანპრის მფლობელს თასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა,  მეორე ადგილის მფლობელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი გახდა, ხოლო მესამე ადგილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაიკავა.

ღონისძიებაზე საფესტივალო აქტივობებში ჩართული უნივერსიტეტები სხვადასხვა ნომინაციების (საუკეთესო ქორეოგრაფიული ანსამბლი; საუკეთესო ფოლკლორული ანსამბლი; საუკეთესო თანამედროვე ცეკვა; საუკეთესო მუსიკალური ბენდი, ქუჩის კალათბურთი, ფრენბურთი, მინიფეხბურთი) პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები გახდნენ. გარდა ამისა, გამოვლინდა ჟიურის სიმპათია – მუსიკალური ბენდი, სტუმარი უნივერსიტეტი და საუკეთესო გულშემატკივართა გუნდი. ასევე, დასახელდა ფესტივალის გამარჯვებული უნივერსიტეტი, რომელიც სხვადასხვა ნომინაციაში მოპოვებული გამარჯვებების ჯამური რაოდენობით გამოვლინდა. სხვადასხვა ჯილდო ჯამში, 28 უნივერსიტეტმა მოიპოვა.

სტუდენტური ფესტივალი ათი დღის განმავლობაში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ სტუდენტურ ქალაქში მიმდინარეობდა. ფესტივალი საკონკურსო და არასაკონკურსო აქტივობებს მოიცავდა.

საკონკურსო ნაწილი უნივერსიტეტების სტუდენტურ გუნდებს შორის სპორტის სამ სახეობაში (ფეხბურთი; კალათბურთი; ფრენბურთი) შეჯიბრებს და სტუდენტთა  ოთხი მიმართულებით (ქართული ცეკვა, თანამედროვე ცეკვა, ხალხური სიმღერა, საესტრადო სიმღერა) შემოქმედებითი ჯგუფების  წარმოდგენებს ითვალისწინებდა. არასაკონკურსო  მიმართულება ეთნოკულინარიულ გამოფენას, სპორტულ ღონისძიებებს, მეწარმე სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენას და სხვა აქტივობებს მოიცავდა. ფესტივალის ფარგლებში, ჯამში, 20-მდე მასობრივი ღონისძიება გაიმართა.

სტუდენტურ ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებში მოქმედი 36 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 50 000-მდე ქართველმა და უცხოელმა სტუდენტმა მიიღო. ღონისძიება თბილისის მერიის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  მხარდაჭერით, საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით მიმდინარეობდა.

ფესტივალის დახურვის ოფიციალურ ცერემონიას თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ასევე, დედაქალაქის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე დაესწრნენ.

 

Image may contain: one or more people, crowd, tree and outdoor

გაუზიარე სიახლე საზოგადოებას:

Share on facebook
Share on twitter
Share on whatsapp
Share on skype
Share on email

შემოგვიერთდი სტაფში

„სტუდენტური ფესტივალი 2019“ საზეიმო ვითარებაში დაიხურა

სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას,

გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას!

Student Self-government of GTU

congratulates students on new academic year,

wishes you happy and successful students’ year!