„სტუდენტური ფესტივალი 2019“ გაიხსნა

„სტუდენტური ფესტივალი 2019“ გაიხსნა

თბილისში „სტუდენტური ფესტივალი 2019“ გაიხსნა, რომელიც 16 მაისამდე გაგრძელდება.

მასში მონაწილეობას საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებში მოქმედი 36 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 50 000-მდე ქართველი და უცხოელი სტუდენტი მიიღებს. მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნეს.

როგორც კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველა პროექტი, რომელიც მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს მომავალი თაობისთვის უკეთესი პირობების შექმნას. შესაბამისად, მათში სტუდენტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

10 დღის განმავლობაში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ სტუდენტურ ქალაქში ჩატარდება 20-მდე მასობრივი ღონისძიება: სპორტული და კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობები, ასევე, დახურვის ცერემონია.

ფესტივალი მოიცავს საკონკურსო და არასაკონკურსო აქტივობებს. საკონკურსო ნაწილი ითვალისწინებს შეჯიბრებებს უნივერსიტეტების სტუდენტურ გუნდებს შორის სპორტის 3 სახეობაში (ფეხბურთი; კალათბურთი; ფრენბურთი) და სტუდენტთა შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენებს 4 მიმართულებით (ქართული ცეკვა, თანამედროვე ცეკვა, ხალხური სიმღერა, საესტრადო სიმღერა).

Image may contain: text

ფესტივალის ფარგლებში, ქართულ სტუდენტურ საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, არასაკონკურსო ჩვენებების სახით განხორციელდება არაერთი აქტივობა, რომელშიც ჩაერთვება საქართველოში მცხოვრები 60-ზე მეტი ქვეყნის 5000-მდე უცხოელი სტუდენტი, რაც ხელს შეუწყობს უცხოელი სტუდენტების კულტურული იდენტობის წარმოჩენას და გაცნობას ქართული აუდიტორიისთვის. არასაკონკურსო აქტივობები ასევე ითვალისწინებს საქართველოს რეგიონების ტრადიციების წარმოჩენას იქ მცხოვრები სტუდენტების მიერ.

არასაკონკურსო მიმართულება მოიცავს შემდეგ აქტივობებს: ეთნოკულინარიული გამოფენა; სპორტული ღონისძიებები(კრიკეტი, ბადმინტონი); მეწარმე სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.

ფესტივალს ეყოლება გამარჯვებული უნივერსიტეტი, რომელიც სხვადასხვა ნომინაციაში მოპოვებული გამარჯვებების ჯამური რაოდენობით გამოვლინდება.

ფესტივალის მიზანია სტუდენტებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება, სტუდენტებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების ჩამოყალიბება, სტუდენტების მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობა.

ფესტივალი თბილისის მერიის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.

Image may contain: 3 people, sky, crowd and outdoor

გაუზიარე სიახლე საზოგადოებას:

Share on facebook
Share on twitter
Share on whatsapp
Share on skype
Share on email

შემოგვიერთდი სტაფში

„სტუდენტური ფესტივალი 2019“ გაიხსნა

სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას,

გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას!

Student Self-government of GTU

congratulates students on new academic year,

wishes you happy and successful students’ year!