სტუდენტებს გვახსოვს 9 აპრილი!

სტუდენტებს გვახსოვს 9 აპრილი!

1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან, 30 წელი გავიდა.

1989 წლის 9 აპრილი დიდ ტრაგედიისა და ამასთან ერთად დიდი გამარჯვების დღეა!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი როგორც ყოველთვის საკმაოდ აქტიურად ჩაერთო თავის სტუდენტებთან ერთად საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის (სოა) დაორგანიზებულ  შეიკრებაზე, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან, სადაც პატივი მიაგეს 1989 წელს საბჭოთა რეჟიმის, დაუნდობელ და სასტიკ დარბევის დროს დაღუპულებს, რომელთა შორის უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ. 
ეს ადამიანები თავისუფლებასა და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირები არიან.

სტუდენტებს გვახსოვს 9 აპრილი!


დღეს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან, 30 წელი გავიდა 🙏1989 წლის 9 აპრილი დიდ ტრაგედიისა და ამასთან ერთად დიდი…

Gepostet von GTU Student Self-Government / სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა am Dienstag, 9. April 2019

გაუზიარე სიახლე საზოგადოებას:

Share on facebook
Share on twitter
Share on whatsapp
Share on skype
Share on email

შემოგვიერთდი სტაფში

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ის ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების მითითებით;

ე) სტუ-ის შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით ან/და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) დასაქმებული (გარდა სწავლების პირველი წლის სტუდენტისა), სტუ-ის რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

თ) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.