„სტუ სტარი“ – გალა-კონცერტი და ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალი

„სტუ სტარი“ - გალა-კონცერტი და ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალი

 

„სტუსტარი“ არის მუსიკალურ – ვოკალური პროექტი, რომელიც უკვე მეშვიდე წელია ტარდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. თავდაპირველად პროექტს ჰქონდა კონკურსის სახე, წლების განმავლობში პროექტმა ძალიან ბევრ სტუდენტს მისცა თავისი ვოკალური ნიჭის გამოვლენის საშუალება და ხელი შეუწყო მათ განვითარებას. წელს კონკურსს ჰქონდა გალა კონცერტის სახე, ის ჩატარდა თბილისის ივენთ ჰოლში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ პროექტში აღმოჩენილი ნიჭიერი მომღერლები.საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლები, სტუმრები სამინისტროებიდან და სხვადასხვა საზოგადო წრეებიდან, ცნობილი მომღერლები და მსახიობები.

 

Image may contain: 2 people, people on stage, night and concert Image may contain: 2 people, people on stage, people playing musical instruments, concert, night and indoor

 

გალა კონცერტს უძღვებოდნენ მომღერალი ბაბი კირკიტაძე და გიორგი გაბუნია, პროექტს მუსიკალურად აფორმებდა ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრი „გეპეის ჯაზი“.  საღამო დასრულდა საზეიმო ვითარებაში “სტუსტარი”-ს ვარსკვლავის გახსნით. პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით უნივერსიტეტის რექტორს ბატონ არჩილ ფრანგიშვილს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ქალბატონ ქეთი ქოქრაშვილს.

 

 

Image may contain: 3 people, people smiling, people on stage, people playing musical instruments, concert, night and indoor Image may contain: 2 people, people on stage and concert

 

 

გთავაზობთ „სტუ-სტარი 2019“ პრომო რგოლს

 

? გთავაზობთ 19 დეკემბერს, თბილისი ივენთ ჰოლი"-ს საკონცერტო დარბაზში გამართულ მუსიკალური კონკურსი „სტუსტარი“-ს ვარსკვლავის გახსნა გალა-კონცერტის ვიდეოს ?? „სტუსტარი“ არის მუსიკალურ – ვოკალური პროექტი, რომელიც უკვე მეშვიდე წელია ტარდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ამ წლების განმავლობში პროექტმა ძალიან ბევრ სტუდენტს მისცა თავისი ვოკალური ნიჭის გამოვლენის საშუალება და ხელი შეუწყო მათ განვითარებაში.? წელს კონკურსს ჰქონდა გალა-კონცერტის სახე, სადაც მონაწილეობას იღებდნენ პროექტში აღმოჩენილი ნიჭიერი მომღერლები.საღამო დასრულდა საზეიმო ვითარებაში "სტუსტარი"-ს ვარსკვლავის გახსნით. ⭐️?პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით უნივერსიტეტის რექტორს ბატონ არჩილ ფრანგიშვილს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ქალბატონ ქეთი ქოქრაშვილს და "სტუსტარი 2019" – ის გენერალურ სპონსორს საქართველოს ბანკს. ??#სტუსტარი#ვარსკვლავისგახსნა#გალაკონცერტი

Gepostet von GTU Student Self-Government / სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა am Montag, 30. Dezember 2019

 

 

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის „სტუ-სტარი 2019“- ის გენერალურ სპონსორ საქართველოს ბანკს და „ივ-როშე“-ს , რომელმაც პროექტის მონაწილეებს გადასცა სასაჩუქრე ნაკრებები.

 

No photo description available.          No photo description available.

გაუზიარე სიახლე საზოგადოებას:

Share on facebook
Share on twitter
Share on whatsapp
Share on skype
Share on email

შემოგვიერთდი სტაფში

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ის ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების მითითებით;

ე) სტუ-ის შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით ან/და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) დასაქმებული (გარდა სწავლების პირველი წლის სტუდენტისა), სტუ-ის რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

თ) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.