სტუ-ში სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

სტუ-ში სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში, სტუ-ის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნის ღონისძიება გაიმართა.

კონფერენციის გახსნას დაესწრნენ და მონაწილეებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, სტუ-ის ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი – რატი გურგენიძე, ახალგაზრდა მეცნიერთა საქმიანობის კოორდინატორი გიორგი მადუაშვილი და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები მიესალმნენ. მათივე ინფორმაციით, სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობენ ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები. კონფერენციის მუშაობა 64 დარგობრივ სექციაში, შესაბამის ფაკულტეტებსა და დეპარტამენტებში წარიმართება.

სტუ-ის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მსვლელობის პროცესში თითოეულ სექციაში გამოვლინდება 9 გამარჯვებული სტუდენტი – I, II და III ადგილის მფლობელი – სწავლების სამივე საფეხურის შესაბამისად. კონფერენციის ყველა მონაწილის თეზისი სპეციალურ კრებულში გამოქვეყნდება. მონაწილეებს გადაეცემათ სიგელები, გამარჯვებულები კი შესაბამისი კატეგორიის დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

გარდა ამისა, ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანების ინიციატივით, გამარჯვებული სტუდენტები სხვადასხვა სახის ფულადი ჯილდოებით წახალისდებიან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ორგანიზებას უწევს სტუ-ის სპორტის, კულტურის, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა.

სტუ-ის სტუდენტთა 87-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მუშაობა 2019 წლის 22 ივნისს დასრულდება. მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით გრძელდება.

გაუზიარე სიახლე საზოგადოებას:

Share on facebook
Share on twitter
Share on whatsapp
Share on skype
Share on email

შემოგვიერთდი სტაფში

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ის ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების მითითებით;

ე) სტუ-ის შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით ან/და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) დასაქმებული (გარდა სწავლების პირველი წლის სტუდენტისა), სტუ-ის რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

თ) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.