სტუ-ს სტუდენტური დღეები 2019 – ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის

სტუ-ს სტუდენტური დღეები 2019 – ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის

2019 წლის 22 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა ყველაზე მაშტაბური სტუდენტური პროექტი  “სტუ-ს სტუდენტური დღეები 2019 – ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის”, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გარემოზე ზრუნვა.

პროექტის ფარგლებში 100-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა სპორტული, კულტურული, ინტელექტუალურიდა საგანმანათლებლო მიმართულებით. პროექტი პირველად 2017 წელს ჩატარდა და მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც სტუდენტებში, ასევე საზოგადოების სხვა წრეებში. მიმდინარე წელს პროექტში საერთო ჯამში უშუალოდ მონაწილის სტატუსით 3000-ზე მეტი სტუდენტი და 6000-ზე მეტი გულშემატკივარი იყო ჩართული.

პროექტის ფარგლებში მოეწყო დასუფთავების აქციები, დაირგო ნერგები სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, თბილისის ზღვაძე და მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქტიურ პროპაგანდას უწევდა ეკოლოგიასადა გარემოზე ზრუნვას.

პროექტის დინამიკიდან გამომდინარე, 4 თვის მანძილზე კონკურენტულ გარემოში მიმდინარეობდა თითქმის ყოველდღიურად სხვადასხვა კონკურსები და აქტივობები, სადაც ყველაზე მეტი ოქროს მედლის მოპოვება შეძლო ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა.

“სტუ-ს სტუდენტური დღეები 2019 – ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის” პროექტის გამარჯვებული, გრანპრის მფლობელი გახდა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი!

სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული პროექტის”სტუ-ს სტუდენტურ დღეები 2019″-ს ფარგლებში ყველაზე მეტი აქტივობა იქნა ჩატარებული და რეკორდულად დიდი სტუდენტების აქტივობა დაფიქსირდა, მადლობას ვუხდით პროექტში მონაწილე თითოეულ სტუდენტს და მათ გულშემატკივარს.

პროექტს ყავდა 30-ზე მეტი მხარდამჭერი კომპანია და სამი გენერალური სპონსორი:

  • “ევექსის კლინიკები” – დააწესა 10 000 ლარის ფულადი პრიზი და 8 აქტიურ სტუდენტს 6 თვიანი სტიპენდია.
  • შ.პ.ს. “მაგთიკომი” – დააწესა 10 000 ლარზე მეტის პროდუქცია და სხვადასხვა წამახალისებელი პრიზები.
  • კომპანია “Leader-Bet.com” – პროექტის გამარჯვებულს გადასცემს 3 000 ლარიან ვაუჩერს.

 

მადლობას ვუხდით პროექტის მხარდაჭერისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და ყველა მხარდამჭერ კომპანიას.

სტუდენტურ თვითმმართველობას დაწყებული აქვს 2020 წლის სტუდენტური დღეებისთვის მზადება და აქტიურად განაგრძობს თქვენთვის საინტერესო ღონისძიებების განხორციელებას!

#სტუსსტუდენტურიდღეები

#სტუსსტუდენტურითვითმმართველობა

გაუზიარე სიახლე საზოგადოებას:

Share on facebook
Share on twitter
Share on whatsapp
Share on skype
Share on email

შემოგვიერთდი სტაფში

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ის ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების მითითებით;

ე) სტუ-ის შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით ან/და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) დასაქმებული (გარდა სწავლების პირველი წლის სტუდენტისა), სტუ-ის რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

თ) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.