სტუ-ს სტუდენტური დღეები 2018 – ჯანსაღი ცხოვრებით თავისუფლებისკენ

სტუ-ს სტუდენტური დღეები 2018 - ჯანსაღი ცხოვრებით თავისუფლებისკენ

27 ივნისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში ააიპ „სტუ სტუდენტური კოალიცია“-ს და სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და ქ. თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროექტის: „სტუ-ს სტუდენტური დღეები 2018 –  ჯანსაღი ცხოვრებით თავისუფლებისაკენ“ დაჯილდოვების გრანდიოზული გალა კონცერტი.

„სტუ-ს სტუდენტური დღეები 2018 – ჯანსაღი ცხოვრებით თავისუფლებისკენ“ მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს და სიმბოლურად პროექტის ფარგლებში 100 ღონისძიება გაიმართა 100 დღის განმავლობაში სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო და ინტელექტუალური მიმართულებით რომელშიც მონაწილის სტატუსით ჩართული იყო სხვადასხვა ფაკულტეტის 4500 სტუდენტამდე.

       „სტუ-ს სტუდენტური დღეები 2018 – ჯანსაღი ცხოვრებით თავისუფლებისკენ“ მთავარი მხარდამჭერი  იყო ქ. თბილისის მერია, პროექტს მხარი დაუჭირა ასევე სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებმა რომელთაც დაწესებული ქონდათ პრიზები სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებულთათვის. დასკვნით კონცერტზე მოხდა გამარჯვებული სტუდენტების და პროექტის მხარდამჭერების დაჯილდოვება, შესრულდა საუკეთესო ნომრები სტუ-ს ანსამბლების მონაწილოებით, დაჯილდოვების შემდეგ კი დაუკრა  მუსიკალურმა ბენდმა „გუფილენდი“-მ, ღონისძიება ასევე მუსიკალურად გააფორმა დიჯეი გიგა პაპასკირმა, ხოლო საღამო დასრულდა გრანდიოზული ფეიერვერკით.

„სტუ-ს სტუდენტური დღეები 2018 – ჯანსაღი ცხოვრებით თავისუფლებისკენ“ ფარგლებში ასევე 6 ივნისს უნივერსიტეტის ეზოში მოეწყო შეჯიბრი სპორტის შემდეგ სახეობებში: ქუჩის კალათბურთი (street ball),ქუჩის ფეხბურთი (street soocer),ფრენბურთში; გრეხეთბოლში; მაგიდის ჩოგბურთში; ბადმინტონში; ნარდში; დარცში; ქართულ ჭიდაობაში; მჯდომარე ფრენბურთში; მხიარულ სტარტებში; ე.წ ბუშტების ფეხბურთში; მეკლდეურობა; მკლავჭიდი.

6 ივნისის და 27 ივნისის ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ გადაიცემოდა სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდიდან: https://www.facebook.com/GTU.Self.Government/

გაუზიარე სიახლე საზოგადოებას:

Share on facebook
Share on twitter
Share on whatsapp
Share on skype
Share on email

შემოგვიერთდი სტაფში

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ის ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების მითითებით;

ე) სტუ-ის შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით ან/და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) დასაქმებული (გარდა სწავლების პირველი წლის სტუდენტისა), სტუ-ის რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

თ) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.