სტუ-ს სტუდენტური დღეები 2017 – ჯანსაღი ცხოვრებით ევროპისკენ

სტუ-ს სტუდენტური დღეები 2017 - ჯანსაღი ცხოვრებით ევროპისკენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ტექნიკურ უნივერსიტეტში 2017 წლის 21 მარტიდან – 30 ივნისის ჩათვლით, პირველად უნივერსიტეტის ისტორიაში ჩარდება ყველაზე მაშტაბური სტუდენტური პროექტი “სტუ-ს სტუდენტური დღეები 2017” დევიზით “ჯანსაღი ცხოვრებით ევროპისკენ”. მიმდინარე სემესტრში ჩატარდა სპორტული, კულტურული და ინტელექტუალური მიმართულებებით სტუდენტური აქტივობები, რომლის ფარგლებშიც 60 ღონსძიება ჩატარდა და საერთო ჯამში უშუალოდ მონაწილის სტატუსით 3000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
პროექტს ქონდა კონკურსის სახე და სხვა ნომინაციებთან ერთად გამოვლინდა ყველაზე ორგანიზებული ფაკულტეტი, ყველაზე აქტიური მონაწილე, აქტიური გულშემატკივარი და ჟიურის სიმპათია. “სტუ-ს სტუდენტური დღეები 2017”-ის გრანპრის მფლობელი ფაკულტეტი გამოვლინდა ღონისძიებებში მოპოვებული ოქროს მედლების რაოდენობით, ანუ ყველაზე მეტ სახეობაში გამარჯვებული ფაკულტეტი.
პროექტი საინტერესო და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, სადაც თანაბრად 18 – 18 ოქროს მედალი მოიპოვა ორმა ფაკულტეტმა და გამარჯვებულიც შესაბამისად სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტთან ერთად, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი გახდა.

30 ივნისს ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში გაიმართა პროექტში გამარჯვებული სტუდენტების საზეიმო დაჯილდოება. სტუდენტებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები, მედლები, თასები და სპონსორების მიერ დაწესებული პრიზები. საღამოს გაიმართა პროექტის დასკვნითი გალა კონცერტი “ნიაზ დიასამიძის და 33ა”-ს მონაწილეობით, ღონისძიების “After Party” დასრულდა DJ თანხლებით.

 

გაუზიარე სიახლე საზოგადოებას:

Share on facebook
Share on twitter
Share on whatsapp
Share on skype
Share on email

შემოგვიერთდი სტაფში

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ის ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების მითითებით;

ე) სტუ-ის შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით ან/და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) დასაქმებული (გარდა სწავლების პირველი წლის სტუდენტისა), სტუ-ის რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

თ) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.