„სტუ“-ს სტუდენტები eduroam-ის ქსელით შეუზღუდავად ისარგებლებენ

„სტუ“-ს სტუდენტები eduroam-ის ქსელით შეუზღუდავად ისარგებლებენ

 

 

ერთი, ძალიან სასიამოვნო სიახლის შესახებ გვინდა მოგახსენოთ! საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო სივრცეში ჩართული სტუდენტები განსაკუთრებული სიახლით ისარგებლებენ – ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელ eduroam-ში გაწევრიანდა.

 

ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართვა აღნიშნულ ქსელში მნიშვნელოვანია იმით, რომ მისი სტუდენტები, მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები სტუ-ში გადაცემული უკაბელო ქსელთან აუტენტიფიკაციის პარამეტრებით მსოფლიოს თითქმის ყველა უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო სივრცეში შეძლებენ Wi-Fi-ის ქსელით სარგებლობას.

 

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული ქსელის მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა ცირამუა განმარტავს, eduroam-ის ქსელი კონფიდენციალობის დაცვის უახლესი სისტემითაა აღჭურვილი, მომხმარებელი კი ვალდებულია დაიცვას ქსელით სარგებლობის წესები და პროცედურები. ზაზა ცირამუას თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ შეუზღუდავად ისარგებლონ eduroam-ით, როგორც შიდა საუნივერსიტეტო, ასევე, უცხოეთის ნებისმიერ საგანმანათლებლო სივრცეში.

 

„eduroam-ი ინფორმაციის გაცვლის საუკეთესო საშუალებაა, რომელსაც ეფექტურად იყენებს სამეცნიერო კვლევებით დაინტერესებული მომხმარებელი. მნიშვნელოვანია, რომ დღეს, eduroam-ის ქსელი ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კორპუსშია ხელმისაწვდომი. ქსელით სარგებლობისთვის უნიკალური პაროლისა და იუზერის აღება ჩვენს ნებისმიერ სტუდენტსა და პროფესორ-მასწავლებელს შეუძლია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქსელში აბსოლუტურად დაცულია პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა. eduroam-ის სერვისით სარგებლობა შეუძლიათ ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტებსაც, რომლებიც გაცვლითი პროგრამებით სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტში სწავლობენ და იმ უცხოელ სტუდენტებსაც, რომლებიც მობილობის წესით ჩვენს უნივერსიტეტში აგრძელებენ სწავლას. ქსელში სამოძრაოდ მომხმარებელს თავისი უნიკალური მაიდენტიფიცირებელი პარამეტრები უნდა გააჩნდეს“, – აღნიშნა ზაზა ცირამუამ.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველია, სადაც eduroam-ის ქსელის ფართოდ გამოყენება იგეგმება. აღნიშნულ სისტემაში გაწევრიანებისთვის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოში eduroam-ის ოფიციალურ წარმომადგენელთან – საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციასთან (GRENA) ითანამშრომლა.

 


eduroam-ი (Education Roaming) მსოფლიო მასშტაბით ფართოდ გავრცელებული და პოპულარული ერთიანი ქსელია,  რომელშიც თითქმის ყველა უნივერსიტეტი და სამეცნიერო ინსტიტუციაა ჩართული. ეს ინტერნეტ როუმინგის დაცული სერვისია, რომელიც შექმნილია სამეცნიერო და საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის. eduroam-ის რუკა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://monitor.eduroam.org/map_service_loc.php


 

გაუზიარე სიახლე საზოგადოებას:

Share on facebook
Share on twitter
Share on whatsapp
Share on skype
Share on email

შემოგვიერთდი სტაფში

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ის ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების მითითებით;

ე) სტუ-ის შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით ან/და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) დასაქმებული (გარდა სწავლების პირველი წლის სტუდენტისა), სტუ-ის რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

თ) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.