სტუ-ს გოგონათა და ვაჟთა ფრენბურთის გუნდები სტუდენტური ლიგის გამარჯვებული გახდა!

სტუ-ს გოგონათა და ვაჟთა ფრენბურთის გუნდები სტუდენტური ლიგის გამარჯვებული გახდა!

სტუ-ს ვაჟთა და გოგონათა ფრენბურთის გუნდები სტუდენტური ლიგის გამარჯვებული გახდა!

📣📢 ამ წუთებში დასრულდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარე ჩემპიონატი საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შორის ფრენბურთში ვაჟებსა და გოგონებს შორის რომელშიც გამარჯვება მოიპოვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდმა.

ფინალი გოგონები 🏐🏐

სტუ : სამედიცინო ანგარიშით 3-0 🏆🥇

ფინალი ვაჟები 🏐🏐

სტუ : თელავი ანგარიშით 3-2 🏆🥇

სტუდენტური თვითმმართველობა ვულოცავთ ჩვენს გუნდებს და სტუ-ს ყველა გულშემატკივარს გამარჯვებას❗️

 

გაუზიარე სიახლე საზოგადოებას:

Share on facebook
Share on twitter
Share on whatsapp
Share on skype
Share on email

შემოგვიერთდი სტაფში

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ის ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების მითითებით;

ე) სტუ-ის შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით ან/და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) დასაქმებული (გარდა სწავლების პირველი წლის სტუდენტისა), სტუ-ის რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

თ) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.