საქველმოქმედო აქცია „სიკეთე გადამდებია“

საქველმოქმედო აქცია „სიკეთე გადამდებია“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მზრუნველობა აქვს აღებული ძეგვის თავშესაფარზე სადაც არიან ჩვილი ბავშვები, მოზარდები და მოხუცები, ჯამში 80-ზე მეტი მაცხოვრებელი.

 

 

ჩენი მიზანია წინა საახალწლოდ მათ შევუქმნათ  საზეიმო განწყობა და ვაჩუქოთ ერთი ლამაზი დღე. ჩვენი სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ერთობლივი ძალისხმევით შეაგროვებენ ტანსაცმელს, პირადი ჰიგიენის ნივთებს, სათამაშოებს,საკვებ პროდუქტს (არა მალფუჭებადი).

 

 

1 ნოემბრიდან – 10 დეკემბრის ჩათვლით ვგეგმავთ  შევაგროვოთ სხვადასხვა საკვები პროდუქტები, ბავშვებისათვის, სათამაშოები, წიგნები, ტკბილეული, თბილი ტანსაცმელი და პირადი ჰიგიენის ნივთები რომლებსაც 14 დეკემბრისთვის ჩავუტანთ ძეგვის თავშესაფარში მცხოვრებთ.

 

 

აქციაში თითოეულ მონაწილეს საშუალება გეძლევათ გახდეთ ქველმოქმედი, შემოგვიერთდით ერთად ვაკეთოთ სიკეთე!

საქველმოქმედო აქცია ყოველწლიური ხასიათისაა.

 

 

პროდუქტები და ნივთები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ სტუ-ს საფაკულტეტო სტუდენტურ თვითმმართველობას.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით. ტელ: 032 2 36 51 29

 

ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე :

https://www.facebook.com/GTU.Self.Government/?epa=SEARCH_BOX

 

გაუზიარე სიახლე საზოგადოებას:

Share on facebook
Share on twitter
Share on whatsapp
Share on skype
Share on email

შემოგვიერთდი სტაფში

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ის ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების მითითებით;

ე) სტუ-ის შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით ან/და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) დასაქმებული (გარდა სწავლების პირველი წლის სტუდენტისა), სტუ-ის რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

თ) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.