საქველმოქმედო აქცია „სიკეთე გადამდებია“

საქველმოქმედო აქცია „სიკეთე გადამდებია“

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 1 ნოემბრიდან – 10 დეკემბრის ჩათვლით განახორციელა საქველმოქმედო აქცია სიმბლოლური სახელით „სიკეთე გადამდებია“ , რომლის ფარგლებშიც შეგროვდა სხვადასხვა საკვები პროდუქტები, ბავშვებისათვის სათამაშოები, წიგნები, ტკბილეული, თბილი ტანსაცმელი და პირადი ჰიგიენის ნივთები.

 

Image may contain: 7 people, people smiling, people standing and outdoor

 

15 დეკემბერს ვესტუმრეთ ძეგვის თავშესაფარში მცხოვრებთ და გავულამაზეთ ბავშვებს ერთი დღე. სტუდენტური თვითმმართველობა კიდევ ერთხელ დიდ მადლობას უხდის საქველმოქმედო აქციაში მონაწილე თითოეულ ადამიანს!

Image may contain: 3 people, people smiling, people sitting, child and outdoor

 

საქველმოქმედო აქციას ყოველწლიური ხასიათი ექნება. გვჯერა რომ ერთად კიდევ ბევრი სიკეთის გაკეთება შეგვიძლია!

 

Image may contain: text and food

 

გაუზიარე სიახლე საზოგადოებას:

Share on facebook
Share on twitter
Share on whatsapp
Share on skype
Share on email

შემოგვიერთდი სტაფში

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ის ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების მითითებით;

ე) სტუ-ის შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით ან/და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) დასაქმებული (გარდა სწავლების პირველი წლის სტუდენტისა), სტუ-ის რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

თ) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.