საჯარო სამსახურის ბიურო სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას იწყებს

საჯარო სამსახურის ბიურო სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას იწყებს

 

 

საჯარო სამსახურის ბიურო  სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-12 ნაკადს იწყებს.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიუროს მიერ სტაჟირების რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა.

 

20 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელი თანხმობის ფორმის ხელმისაწვდომობა (დანართი 1)    საჯარო სამსახური სტაჟირება დანართი 1 (1)

 

გარდა ამისა, გთხოვთ, მიმდინარე წლის 31 მარტამდე დანართი 2-ის შესაბამისად, მოგვაწოდოთ ინფორმაცია მხოლოდ იმ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა შესახებ, რომელთაც განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, არიან თქვენი ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტები, გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B” (81-90%) ძალიან კარგი); აგრეთვე, იმ პირთა მონაცემები, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით, მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი და განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.

 


დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს: (+995 32) 2197755;


 

გაუზიარე სიახლე საზოგადოებას:

Share on facebook
Share on twitter
Share on whatsapp
Share on skype
Share on email

შემოგვიერთდი სტაფში

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ის ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების მითითებით;

ე) სტუ-ის შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით ან/და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) დასაქმებული (გარდა სწავლების პირველი წლის სტუდენტისა), სტუ-ის რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

თ) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.