„მე ვარ სტუდენტი“

„მე ვარ სტუდენტი“

3 ოქტომბერს, ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში მოეწყო I კურსელთა დასახვედრი კონცერტი სახელწოდებით “მე ვარ სტუდენტი” და “სტუ-ს სტუდენტური დღეები 2019 – ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის” პროექტის საზეიმო დაჯილდოვების ცერემონიალი. „Giffer“ -მა და  „Photo bus“-მა კი უზრუნველჰყო, რომ სტუდენტებს გადაეღოთ სამახსოვრო სურათები და გიფები.

 

Image may contain: one or more people, crowd and night

 

🎤 საღამო გახსნა სტუ-ს მუსიკალურმა ბენდმა “მედიატორმა”, შემდეგ გაიმართა “სტუ-ს სტუდენტური დღეები 2019”-ის გამარჯვებულთა დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი, სადაც სტუდენტები დაჯილდოვდნენ თასებით, სამახსოვრო სიგელებით და სპონსორების მიერ დაწესებული პრიზებით. ღონისძიება გააგრძელა ყველასთვის საყვარელმა მუსიკალურმა ჯგუფმა “სახე”-მ და ბოლოს საღამო დაასრულა DJ გიგა პაპასკირმა.

 

Image may contain: 3 people, crowd and outdoor

 

📍 “სტუ-ს სტუდენტური დღეები 2019” ოთხი თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღე მიმდინარეობდა და ჯამში 100-ზე მეტი აქტივობა ჩატარდა სპორტული, კულტურული, ინტელექტუალური და საგანმანათლებლო მიმართულებით, სადაც 20 სახეობაში გამარჯვების მოპოვება შეძლო და გრანპრის მფლობელი გახდა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი 🏆🥇 რომელსაც კომპანია LEADER-BET.COM-ისგან გადაეცა საპრიზო თანხა 3 000 ლარი 💰 📍 პროექტის გენერალურმა სპონსორებმა, სამედიცინო კორპორაცია ევექსის კლინიკებმა გამოყო 10 000 ლარიანი საპრიზო თანხა და პროექტის 8 აქტიურ მონაწილეს დაუნიშნა 6 თვიანი სტიპენდია. 💵 📍 კომპანია მაგთიკომმა გამოყო 10 000 ლარის ოდენობის პროდუქცია. 🎁 🖇

 

Image may contain: one or more people and fire

 

პროექტის მხარდამჭერი კომპანიებია: კომპანია “ნატახტარი”; ხორც-პროდუქტების კომპანია “ვაკე”; ენერგეტიკული სასმელი “Red Bull”; მაღაზიათა ქსელი “ნიკორა”; ფიტნეს კლუბი “Ariel Fitness”; აფთიაქების ქსელი “ავერსი”; ენერგეტიკული სასმელი “BLU”; ფიტნეს კლუბი “Lion Fitness Pro”; “Pressto”; აფთიაქების ქსელი “Psp”; ფიტნეს კლუბი “Poyal fitness”; La Belle Medical; Star’s pizza; ფიტნეს კლუბი “Underground Gym”; ტკბილი ქვვეყანა; სანდომი; ყვავილების მაღაზია “Florita flowers”; ფიტნეს კლუბი “Urban Garden”; Mix style; Magic Candy; ყვავილების მაღაზია “La flora”; გამომცემლობა “Palitra L”.

 

Image may contain: 4 people, people on stage and indoor

 

სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა კიდევ ერთხელ ულოცავს სტუდენტებს და განსაკუთრებით პირველკურსელებს სწავლის დაწყებას და უსურვებს წარმატებასა და აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას.

გაუზიარე სიახლე საზოგადოებას:

Share on facebook
Share on twitter
Share on whatsapp
Share on skype
Share on email

შემოგვიერთდი სტაფში