ინფორმაცია შიდა საუნივერსიტეტო მობილობის შესახებ

ინფორმაცია შიდა საუნივერსიტეტო მობილობის შესახებ

 

 

 

  • შიდა საუნივერსიტეტო მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

 

 

  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2019 – 2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, სწავლების ყველა საფეხურზე, უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის – შიდა მობილობის – მსურველებმა, ტექნიკურ უნივერსიტეტში განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ:

 

  • 2020 წლის 10-დან 17 თებერვლის ჩათვლით.

 

  • საბუთები მიიღება 10:00-დან 16:00 საათამდე, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, მისამართზე:

 

  • თბილისი, კოსტავას 77, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი N350

 

  • წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

  • ✅პირადობის მოწმობის ასლი;
  • ✅სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
  • ✅ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
  • ✅ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ფაკულტეტიდან;
  • ✅პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
  • ✅სტუ-ის ბუღალტერიიდან (ოთახი N 210) ცნობა სწავლის საფასურის გადახდის შესახებ;

 

⚠️ გთხოვთ, გაითვალისწინოთ: 17 თერბერვლის შემდეგ საბუთები აღარ მიიღება.

 

🔖 შიდა მობილობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
👇👇
https://gtu.ge/News/14176/

 

გაუზიარე სიახლე საზოგადოებას:

Share on facebook
Share on twitter
Share on whatsapp
Share on skype
Share on email

შემოგვიერთდი სტაფში

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ის ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების მითითებით;

ე) სტუ-ის შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით ან/და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) დასაქმებული (გარდა სწავლების პირველი წლის სტუდენტისა), სტუ-ის რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

თ) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.