განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უნივერსიტეტებს სტიპენდიანტებისთვის გასაცემი თანხები ჩაერიცხათ

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უნივერსიტეტებს სტიპენდიანტებისთვის გასაცემი თანხები ჩაერიცხათ

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტებს სტიპენდიანტებისთვის გასაცემი თანხები ჩაერიცხათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში, 2018-2019 სასწავლო წლის მე-2 სემესტრისთვის სსიპ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტიპენდიანტთა რაოდენობები დამტკიცდა. ბრძანებები გადაგზავნილია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. თანხა უკვე გადარიცხულია – განაცხადეს სამინისტროში.

„პროგრამის ტექნიკური საკითხების დაზუსტების გამო, ბრძანების გამოცემა დროში გაჭიანურდა“, – აღნიშნეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, გუშინ სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან სტიპენდიების დაგვიანება გააპროტესტეს. მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიც იყვნენ.

გაუზიარე სიახლე საზოგადოებას:

Share on facebook
Share on twitter
Share on whatsapp
Share on skype
Share on email

შემოგვიერთდი სტაფში

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ის ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების მითითებით;

ე) სტუ-ის შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით ან/და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) დასაქმებული (გარდა სწავლების პირველი წლის სტუდენტისა), სტუ-ის რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

თ) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.