სტუდენტური მსვლელობა. დღე, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება!

სტუდენტური მსვლელობა. დღე, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება!

 

10 მარტს,შენდობის დღეს, საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის (სოა) ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II -ის ლოცვა კურთხევით მასშტაბური სტუდენტური მსვლელობა გაიმართა.
ავლაბრის მეტროდან სამების საკათედრო ტაძარში მისული სტუდენტები და ახალგაზრდები უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II- მ დალოცა.
მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში არსებულმა ყველა უმაღლესი სასწავლებლის, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

შეგახსენებთ,რომ 5 მარტს საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის (სოა) ორგანიზებით გაიმართა საქართველოს 30 სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობების, რექტორების და ადმინისტრაციის თანამშრომლების შეხვედრა პატრიარქთან, სადაც სტუდენტებმა ისაუბრეს ახალი ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრაზე ,საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ მოწყობილიყო სტუდენტური მსვლელობა სამების დიდ საკათედრო ტაძრამდე, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონში არსებული უმაღლესი სასწავლებელი ჩაერთვებოდა.

გთავაზობთ სტუდენტური მსვლელობის ვიდეო–კლიპს.??

სტუდენტური მსვლელობა

❗️გთავაზობთ სტუდენტური მსვლელობის ვიდეო–კლიპს.??დღე, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება❗️ 10 მარტს,შენდობის დღეს, საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის (სოა) ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II -ის ლოცვა კურთხევით მასშტაბური სტუდენტური მსვლელობა გაიმართა.ავლაბრის მეტროდან სამების საკათედრო ტაძარში მისული სტუდენტები და ახალგაზრდები უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II- მ დალოცა.მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში არსებულმა ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა.შეგახსენებთ,რომ 5 მარტს საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის (სოა) ორგანიზებით გაიმართა საქართველოს 30 სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობების, რექტორების და ადმინისტრაციის თანამშრომლების შეხვედრა პატრიარქთან, სადაც სტუდენტებმა ისაუბრეს ახალი ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე.შეხვედრაზე ,საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ მოწყობილიყო სტუდენტური მსვლელობა სამების დიდ საკათედრო ტაძრამდე, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონში არსებული უმაღლესი სასწავლებელი ჩაერთვებოდა.

Gepostet von საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია am Sonntag, 17. März 2019

გაუზიარე სიახლე საზოგადოებას:

Share on facebook
Share on twitter
Share on whatsapp
Share on skype
Share on email

შემოგვიერთდი სტაფში

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ის ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების მითითებით;

ე) სტუ-ის შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით ან/და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) დასაქმებული (გარდა სწავლების პირველი წლის სტუდენტისა), სტუ-ის რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

თ) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.