„დაუთმე და მადლობა“ – სტუ-ს თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარებული კიდევ ერთი აქცია პერფორმანსი

„დაუთმე და მადლობა“ - სტუ-ს თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარებული კიდევ ერთი აქცია პერფორმანსი

 

 

საქართველო გახდა ევროსაბჭოს თვმჯდომარე ქვეყანა, ამასთან დაკავშირებით 6 დეკემბერს, “ახალგაზრდული კვირეული”-ს ფაეგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშისტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ზებრა გადასასვლელებზე ჩატარდა აქცია სახელწოდებით „დაუთმე და მადლობა. სტუდენტები დემონსტრაციულად გადადიოდნენ ზებრა გადასასვლელებზე მანიშნებელი სიმბოლოებით „დაუთმე“და „მადლობა“. სტუდენტების და არა მხოლოდ სტუდენტების აზრით, ასეთი ტიპის სოციალური აქციები აქტიურად უნდა იმართებოდეს, რადგანაც ევროპა სწორედაც, რომ გზის დათმობასთანაა დაკავშირებული. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ატარებდა და მომავალშიც ჩაატარებს ასეთი ტიპის პერფორმანსებს.

 

 

გაუზიარე სიახლე საზოგადოებას:

Share on facebook
Share on twitter
Share on whatsapp
Share on skype
Share on email

შემოგვიერთდი სტაფში

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ის ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების მითითებით;

ე) სტუ-ის შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით ან/და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) დასაქმებული (გარდა სწავლების პირველი წლის სტუდენტისა), სტუ-ის რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

თ) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.