ჩვენ უკვე 25000 ვართ, სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა სიმბოლურად, ფეისბუქ გვერდის ბოლო 25 მომწონებელს დაასაჩუქრებს

ჩვენ უკვე 25000 ვართ, სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა სიმბოლურად, ფეისბუქ გვერდის ბოლო 25 მომწონებელს დაასაჩუქრებს

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა მადლობას უხდის მოწონებებისათვის თავისი ფეისბუქ გვერდის მომხმარებლებს და სიმბოლურად, ბოლო 25 მომწონებელს გადასცემს სასაჩუქრე პარკებს. ჩვენ უკვე 25000 ვართ! შემოგვიერთდით და მოიწონეთ ჩვენი ფეისბუქ გვერდი, გაიგეთ სიახლეების შესახებ, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ ჩვენთან ერთად ჩაერთოთ სხვადასხვა აქტივობაში. შემოგვიერთდი და იყავი აქტიური სტუდენტი.

 

ასევე არ დაიზარო და გამოიწერე ჩვენი „Instagram“-ი  და  „YouTube“ არხი.

 

ჩვენ უკვე 25000 ვართ, სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა სიმბოლურად, ფეისბუქ გვერდის ბოლო 25 მომწონებელს დაასაჩუქრებს

გაუზიარე სიახლე საზოგადოებას:

Share on facebook
Share on twitter
Share on whatsapp
Share on skype
Share on email

შემოგვიერთდი სტაფში

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ის ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების მითითებით;

ე) სტუ-ის შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით ან/და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) დასაქმებული (გარდა სწავლების პირველი წლის სტუდენტისა), სტუ-ის რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

თ) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.