3 ოქტომბერს, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, ჯგუფი „სახე“ გამართავს კონცერტს სახელწოდებით: „მე ვარ სტუდენტი“

3 ოქტომბერს, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, ჯგუფი „სახე“ გამართავს კონცერტს სახელწოდებით: „მე ვარ სტუდენტი“

 

3 ოქტომბერს, 17:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად და მისალოცად დაგეგმილია  პირველკურსელთა დასახვედრი საზეიმო საღამო სახელწოდებით: „მე ვარ სტუდენტი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველასათვის საყვარელი ჯგუფი „სახე“ მუსიკალური ბენდით და DJ გიგა პაპასკირი.      

 

📣📣 3 ოქტომბერს გელოდებით ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში❗️ღია ცის ქვეშ ჯგუფი "სახე"-ს მონაწილეობით გამართება I კურსელთა დასახვედრი კონცერტი და "სტუ-ს სტუდენტური დღეები 2019"-ის გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოვების ცერემონიალი 🎤🤩🎶#მოდი3ოქტომბერს#არგამოტოვო#სტუსაქტიურისტუდენტურიცხოვრება#ერთადშევიქმნათსაზეიმოგანწყობა#ყველასგავაგონოთჩვენიხმა#ჯგუფისახეგელოდებათ#გრანდიოზულიფოიერვერკი🎆🎇#სტუ♥️

Gepostet von GTU Student Self-Government / სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა am Montag, 30. September 2019

 

 

გარდა ამისა, გაიმართება ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროექტის „სტუ-ს სტუდენტური დღეები 2019 – ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის“ დახურვა (პროექტი 2019 წლის 26 მარტიდან მიმდინარეობს და მოიცავს 100-ზე მეტ სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო და ინტელექტუალური ღონისძიებების ერთობლიობას) და გამარჯვებული ფაკულტეტების სტუდენტების დაჯილდოვების ცერემონიალი.

 

3 ოქტომბერს, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, ჯგუფი „სახე“ გამართავს კონცერტს სახელწოდებით: „მე ვარ სტუდენტი“

 

„სტუ-ს სტუდენტური დღეები 2019 – ჯანსაღი ცხოვრებით ჯანსაღი გარემოსთვის“ საკმაოდ მასშტაბური ხასიათისაა, რომელსაც 30-ზე მეტი პარტნიორი კომპანია და 3 გენერალური სპონსორი ჰყავს. ესენია:

“ევექსის კლინიკები” რომელმაც 10 000 ლარიანი საპრიზო ფონი გამოყო გამარჯვებულებისთვის და 8 აქტიურ სტუდენტს 6 თვიანი სტიპენდია დაუნიშნა;

კომპანია “მაგთიკომი” აჯილდოვებს 10 000 ლარის ოდენობის პროდუქციით;

“leader-bet” გრანპრის მფლობელ ფაკულტეტს გადაცემს საპრიზო თანხას 3 000 ლარს;

პროექტის პარტნიორი კომპანიები აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენს უნივერსიტეტთან და ცდილობენ, რომ წაახალისონ საინტერესო და კარგი პრიზებით სხვადასხვა მიმართულებაში გამარჯვებული სტუდენტები, ამისათვის კი თითოეულ მათგანს, გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ.

 

3 ოქტომბერს, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, ჯგუფი „სახე“ გამართავს კონცერტს სახელწოდებით: „მე ვარ სტუდენტი“

 

“სტუ-ს სტუდენტური დღეები 2020” მომავალი წელის მარტის შუა რიცხვებში გაიხსნება და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო აქტივობას შემოგთავაზებთ.

თქვენ კი მოგიწოდებთ, იაქტიუროთ, გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები კონკურენტულ გარემოში და გახდეთ სხვადასხვა პრიზის თუ სტიპენდიის მფლობელი.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებებს!

გაუზიარე სიახლე საზოგადოებას:

Share on facebook
Share on twitter
Share on whatsapp
Share on skype
Share on email

შემოგვიერთდი სტაფში

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ის ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების მითითებით;

ე) სტუ-ის შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით ან/და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) დასაქმებული (გარდა სწავლების პირველი წლის სტუდენტისა), სტუ-ის რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

თ) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.