2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები

2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები

 

 

 

სსიპ- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის მეორე
სემესტრიდან საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით
ჩარიცხვის მსურველებმა, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პორტალზე
რეგისტრაციის შემდეგ (2020 წლის 22 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით) საბუთები გამომშვები
სასწავლებლიდან უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2020 წლის 11
თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით. საბუთები მიიღება 1000 საათიდან 1600 საათამდე შაბათკვირის გარდა (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი; ოთახი N350);

 

მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
3. ბაკალავრმა – საშუალო განათლების ატესტატის ასლი,
მაგისტრანტმა – წინა საფეხურის დიპლომის ასლი;
4. პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის
შეჩერების/ აღდგენის/ შეწყვეტის) დამოწმებული ასლები
5. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის
შემთხვევაში);
6. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).

 


მობილობის მსურველი, რომელიც დადგენილ ვადაში არ მიმართავს საქართველოს
ტექნიკურ უნივერსიტეტს განცხადებით და საჭირო თანდართული
დოკუმენტაციით, კარგავს აღნიშნულ ფაკულტეტზე/პროგრამაზე ჩარიცხვის
უფლებას. (17 თერბერვლის შემდეგ საბუთები აღარ მიიღება)

 

მობილობის მსურველმა, რომელიც გაეცნობა შედარების აქტს და წერილობით
თანხმობას განაცხადებს სტუ-ში მობილობით გადმოსვლაზე ადმინისტრაციული
და ფინანსური ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს ერთი
წლის სწავლის საფასურის, მინიმუმ 1/2-ის (1125ლარი) გადახდის
დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

საბუთები მიიღება პირადად განმცხადებელისგან, ან მისი ნდობით აღჭურვილი
პირისაგან ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის წარმოდგენის
შემთხვევაში.

 

 

 

გაუზიარე სიახლე საზოგადოებას:

Share on facebook
Share on twitter
Share on whatsapp
Share on skype
Share on email

შემოგვიერთდი სტაფში

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ის ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების მითითებით;

ე) სტუ-ის შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით ან/და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) დასაქმებული (გარდა სწავლების პირველი წლის სტუდენტისა), სტუ-ის რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

თ) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.