ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამა

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამა

2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველთა საყურადღებოდ!

როგორც თქვენთვის ცნობილია, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა არის სტუდენტის ინტერესებისა და აკადემიური მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი პროგრამა.

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანის მსურველმა განცხადებასთან ერთად შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში უნდა წარადგინოს სათანადო დოკუმენტაცია (იხ. ჩამონათვალი).

განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, თუ რა ინტერესები აქვს სტუდენტს და როგორია მისი აკადემიური მომზადების დონე. შესაბამისად, განცხადებაში სტუდენტმა უნდა ჩამოაყალიბოს, თუ რა სახის მხარდაჭერა ესაჭიროება მას.

სტუდენტმა განცხადება უნდა წარმოადგინოს 2019 წლის 08 ნოემბრამდე.