ინფორმაცია

ტექნიკური უნივერსიტეტი ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე გადავა.

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები – ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე გადავლენ.

 ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის სილაბუსებით გათვალისწინებული მასალების ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით მიწოდებას უზრუნველჰყოფს.

 ელექტრონული კომპონენტებით სწავლის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტი დეტალურ ინფორმაციას ვებგვერდისა და ფეისბუქის გვერდის მეშვეობით გაავრცელებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
12.03.2020

ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პლატფორმით სარგებლობის წესებს სთავაზობს

 საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უკვე გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები – ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე გადავლენ.

 სტუდენტებისთვის უფრო ნათელი რომ გახდეს, თუ რას გულისხმობს ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესი, სტუ-ის სწავლების დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გთავაზობთ ელექტრონული კომპონენტებით სწავლის სისტემით სარგებლობის აუცილებელ წესებს.

 პირველ რიგში, ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესი ითვალისწინებს, მიმდინარე წლის 16 მარტიდან, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სილაბუსებით გათვალისწინებული მასალების სპეციალურად შემნილი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით მიწოდებას.

 შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესი წრიმართება ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით.

 აღნიშნული პლატფორმის მისამართია: elearning.gtu.ge

ელექტრონული პლატფორმით სარგებლობის წესები სტუდენტებისთვის:

1. პლატფორმაზე შესვლის შემდეგ, მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა დააჭიროთ ბმულს – Log in

2. ეკრანზე გამოვა ფანჯარა, სადაც უნდა შეიტანოთ მომხმარებლის სახელი (Username) და პაროლი (Password). მომხმარებლის სახელი და პაროლი ემთხვევა სტუდენტის აკადემიური მოსწრების ინდივიდუალური გვერდის (სტუდენტის ინდივიდუალური ელექტრონული უწყისი) Username-ს და Password-ს;
3. პლატფორმაზე იდენტიფიცირების შემდეგ, ეკრანზე გამოვა მთავარი გვერდი, სადაც დატანილია სასწავლო კურსების (ლექციები) ჩამონათვალი, ფაკულტეტების მიხედვით;

4. სასურველ კურსზე (ლექცია) გადასასვლელად უნდა დააჭიროთ კურსის დასახელებას;

5. კურსის (ლექცია) ბოლოს განთავსებულია გრაფა „დავალება“ (არსებობის შემთხვევაში), რომლის მეშვეობით სტუდენტს შეუძლია დავალების მიღება, ჩამოტვირთვა და საბოლოოდ, შესრულებული დავალების პლატფორმაზე ატვირთვა;

6. პლატფორმაზე შესვლა სტუდენტს შეეძლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში;

7. პლატფორმაზე ფიქსირდება სტუდენტის ნებისმიერი აქტივობა;

8. პლატფორმაზე მოქმედებს ფორუმი, სადაც სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, დასვას შეკითხვა, რომელსაც გაეცემა პასუხი;

9. სტუდენტის აკადემიური მოსწრების ინდივიდუალურ გვერდზე (სტუდენტის ინდივიდუალური ელექტრონული უწყისი) შესაბამისი ქულების ასახვა მოხდება სასწავლო პროცესის სრულად განახლების შემდეგ, პრაქტიკული მეცადინეობებისა და ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მე-2 სემესტრის განმავლობაში.

ელექტრონული კომპონენტებით სწავლის სპეციალურ პლატფორმაზე ინტეგრირებისა და პლატფორმით სარგებლობის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტი, დამატებით, ვიდეორგოლების სახითაც გაავრცელებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
13.03.2020

გვერდზე მნიშვნელოვანი ინფრომაციები და ინსტრუქტაჟი დაემატება ეტაპობრივად.

ბოლო განახლება: 16.03.2020 11:22

ონლაინ ვერსია

desktop-app-portrait

ავტორიზაციის გასავლელად, მიუთითეთ testing.gtu.ge-ს მომხმარებლის სახელი და პაროლი.

მობილური ვერსია

mobile-app-portrait

Moodle-ის აპლიკაციით, შეგიძლიათ ისწავლოთ ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს, თქვენი მობილურიდან.

ვიდეო ინსტრუქციები

სტუდენტებისთვის

პედაგოგებისთვის

ინსტრუქციები

სტუდენტებისთვის

პედაგოგებისთვის

საკონტაქტო პირები

სოფო ცერცვაძე – 599 01 79 09
თინათინ მაღრაძე – 599 47 84 22
ენერგეტიკა: მაია სულაშვილი – 557 43 79 59 ტელეკომუნიკაცია: ელვირა ბჟინავა – 599 00 95 64
ელენე დოდაშვილი – 568 92 89 88
თინათინ იორდანიშვილი – 598 41 07 38
გიორგი სულაშვილი – 555 37 74 84
ნინო სილაგავა – 579 11 18 44
თამარ ელიზბარაშვილი – 558 24 74 78

გააზიარეთ სიახლე მეგობრებთან:

Share on facebook
Facebook
Share on whatsapp
WhatsApp
Share on email
Email
 Moodle-ის აპლიკაციით, შეგიძლიათ ისწავლოთ ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს, ამ აპლიკაციის მახასიათებლებით:
  • საგნების ფაილებთან მარტივი წვდომა - დაათვალიერეთ თქვენი კურსის ფაილები, თუნდაც ოფლაინ რეჟიმში
  • კონტაქტი ჯგუფელებთან და ლექტორებთან - შეძლებთ სწრაფად იპოვნოთ ჯგუფელები, ასევე ლექტორები და დაუკავშირდეთ მათ
  • ინფორმაციის მიღება - მიიღეთ შეტყობინებები წერილებისა და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.
  • დავალებების წარდგენა - თქვენ შეძლებთ ატვირთოთ სურათები, აუდიო, ვიდეო და სხვა ფაილები თქვენი მობილური მოწყობილობიდან
  • თქვენი პროგრესისთვის თვალყურის დევნება - დაათვალიერეთ თქვენი საგნები, შეამოწმეთ დავალებების შესრულების პროგრესი და დაათვალიერეთ სასწავლო გეგმები.
  • დაასრულეთ აქტივობები დათქმულ ვადებში ნებისმიერი მოწყობილობიდან, ნებისმიერ დროს - დაწერეთ ქვიზები, შეასრულეთ დავალებები და ა.შ., როგორც ონლაინ ასევე ოფლაინ რეჟიმში.

   და კიდევ მრავალი სხვა…

 თქვენს მობილურ მოწყობილობებში Moodle ან MoodleCloud აპლიკაციებზე წვდომისათვის გთხოვთ აპლიკაციის ინსტალირების შემდგომ მიუთითეთ საიტის მისამართი: “elearning.gtu.ge“, რომ ჩართოთ მობილური სერვისები.

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ან/და ფეხმძიმე – ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100);

ბ) 3 წლამდე ასაკის ბავშვის დედა – ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სახელით ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – შესაბამისი ფედერაციის/საქართველოს ნაკრების უფლებამოსილი პირის შუამდგომლობა;

დ) სტუ-ის ნაკრების წევრი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებების მითითებით;

ე) სტუ-ის შემოქმედებით და სახელოვნებო წრეში (თეატრი, კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი, კვარტეტი და ა.შ.) გაერთიანებული სტუდენტი – სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიმდინარე სემესტრში ჩასატარებელი აქტივობების (სპექტაკლები, კონცერტები და ა.შ.) მითითებით;

ვ) თბილისში განლაგებულ დაწესებულებაში, როგორც წესი, პროფილით/სპეციალობით ან/და სახელმწიფო სტრუქტურაში (მუნიციპალიტეტში, სამინისტროში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში) დასაქმებული (გარდა სწავლების პირველი წლის სტუდენტისა), სტუ-ის რეკომენდაციით სტაჟირებაზე მყოფი – სამსახურის ცნობა და ბოლო 3 თვის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან;

ზ) სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის შუამდგომლობა;

თ) სხვა კატეგორიის სტუდენტი – შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მოტივირებული შუამდგომლობა.